სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.03.2019

     სამეფო კარზე დატრიალებულ სკანდალებს ბოლო არ უჩანს. 2009 წლის გაზაფხულზეც, მეფისა და მსახიობ შორება ბეგაშვილის ფარული რომანის შესახებ ინტერესი დიდი იყო. მაშინ შორენა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა, დავითი - მით უმეტეს. რომანის დეტალებზე ყვებოდა ქალბატონი - შორენას გარემოცვიდან.

    დღეს უკვე შორენას დავითზე საუბარი აღარ სურს.

    მისი სახელის გაგონებაზე ტელეფონს თიშავს - „უფ, კაი რაა“ - სულ ეს იყო „პრაიმტაიმთან“ მისი კომენტარი.

    ბაგრატიონების ორი სხვადასხვა შტოს ოჯახის შესაქმნელად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქმარს დააშორეს (ორი შვილი ჰყავთ), დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კი - შორენას. „პროექტი ქორწინება“ თავშივე განწირული იყო. მსახიობს მაშინ დეპრესია ჰქონდა. შეკითხვამ - როგორ მოხდა მისი და დავით ბაგრატიონის დაშორება, შორენა დაძაბა და ინტერვიუზე უარი განაცხადა.

    გავიდა დრო, ნახევარ წელზე მეტი... და შორენა „პრაიმტაიმთან“ დაუვიწყარ რომანზე ალაპარაკდა.

    იგი ამბობს, შეყვარებულები იყვნენ და არა საყვარლები.

    – ანუ შესაძლებელი იყო, მისი ცოლი გამხდარიყავი?

    – არა, ქორწინებაზე არც ერთი არ ვფიქრობდით, მით უმეტეს, მაშინ ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი. ის, რაც ჩვენს შორის ხდებოდა, სიყვარულზე მეტი იყო და სიტყვებით ვერანაირად ვერ გადმოვცემ.

    – თქვენი დაშორების მიზეზი მხოლოდ ბაგრატიონების ქორწინება იყო?

    – ჰო, აბა, სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო?! დავითმა ნორმალურად ამიხსნა, რა სიტუაცია იყო. გული რაზე უნდა დამწყვეტოდა? ჩემი გადასაწყვეტი მანდ არაფერი იყო. უნდოდა ჩემი დაკარგვა და დამკარგა. ასე რომ, გული სხვებს დაწყდეთ.

    – მეფემ რომ შემოგთავაზოს, მასთან ურთიერთობას გააგრძელებდი?

    – არა.

    – არ გიყვარს თუ თავმოყვარეობის გამო?

    – იცი რა, ამ დროს ქალი თავმოყვარეობაზე ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ - არა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×