სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.03.2019

     ნიკა გუჯეჯიანის სიცოცხლეც რამდენიმე საათის წინ შეწყდა. ის გომ­ბო­რი-თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა შუ­ამ­თის ტყეს­თან მოხ­და. 25 წლის ნიკა გუ­ჯე­ჯი­ანს სა­რეკ­ლა­მო სფე­რო­ში კარ­გად იც­ნობ­დნენ. ის "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი იყო. მუ­შა­ობ­და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბილ სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ებ­ში.

    ნიკა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი იყო 3D პრინ­ტე­რით და­ბეჭ­დი­ლი ქვევ­რის იდე­ის თა­ნა­ავ­ტო­რი. მან და­ვით მი­ზან­დარ­თან და გი­ორ­გი მა­მა­სახ­ლის­თან ერ­თად იპო­ვა ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ქვევ­რს 3D-ში აშე­ნებს. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით ქვევ­რი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იბეჭ­დე­ბა და უფრო მდგრა­დია. "ფეისბუქით" მას უამრავი ადამიანი ემშვიდობება:

    "რო­გორ მიყ­ვარ­ხარ და რო­გორ ვერ ვი­ჯე­რებ, გუ­ჯეჯ! უბ­რა­ლოდ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ის, რაც ხდე­ბა…. შენ სულ იქ­ნე­ბი სულ­ სულ­ სულ…"

    "მასეთ დროს სრუ­ლი ფრუსტრა­ცია მჭირს… ძა­ლი­ან კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი, პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვაკ­ლდა".

    "დღეს მთელი დღეა ნიკაზე ვფიქრობ. როგორი უსამართლო და ერთი წამია ეს ცხოვრება! არ უნდა ხდებოდეს ასეთი ამბები. ტვინი მტკივა".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×