რეზონანსი
02.04.2019

 ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის მერ კახა კალაძის სახლთან დღეს გამართულ აქციას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ არასწორია ამ პროცესებში ოჯახის ჩართვა.

"კალაძის დამცველი რომ არ ვარ, მოგეხსენებათ, მაგრამ ძალიან მდარე საქციელი მგონია პოლიტიკოსების სახლებთან პროტესტი. ოჯახი არაფერ შუაშია! წესით სულმა უნდა წამძლიოს და გული მოვიფხანო – მე და ჩემს ოჯახს რომ სადღობელაშვილს გვიგზავნიდნენ, ახლა რომ მას მიადგნენ. მაგრამ, რაც არასწორია არასწორია. არასწორია როგორც საკონსტიტუციოს მოსამართლეების სახლებთან იყო, როგორც მეჩითოვის სახლთან იყო, როგორც ბოკერიას სახლთან იყო.

ერთი ისაა, რომ ეს ხალხი ცივილიზებულად იქცევა, კალაძის მოკავშირეებისგან განსხვავებით – პამიდვრებს არ ესვრიან შენობას და არც აზიანებენ", – წერს ჩერგოლეიშვილი.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×