რეზონანსი
02.04.2019

 თიკა ჯამბურია: ,,სიქაჯით დავიღალეთ! იქ, სადაც უნდა იყვნენ ნორმალური მომღერლები, სხედან გურამ შეროზია, დომენიკ მანგო და ხატია წერეთელი!” – წერს თიკა ჯამბურია  სოციალური ქსელში. მედიასაშუალებების მისამართით ამბობს, რომ საქართველოში ნიჭიერ ხელოვანებს  ყურადღებას არ უთმობენ, უგემოვნო და უხარისხო მუსიკასა და ამბებს კი  პროპაგანდას უწევენ.

"მინდა შევახსენო ყველა მედიასაშუალებას, ტელევიზიებს, ონლაინტელევიზიებს და ა.შ. რომ ჩვენს პატარა და ძალიან ლამაზ ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი ლამაზი და ნიჭიერი მომღერალი, ახალგაზრდა თუ ასაკში შესული, ასევე გვყავს უამრავი საინტერესო ადამიანი, ხელოვანი, მხატვარი, მწერალი და ა.შ. თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ მოიძიოთ საინტერესო ადამიანები, რომ მიიწვიოთ გადაცემებში და არ გადათელოთ ჩვენი და ახალი თაობის გემოვნება და ნერვები. 

რა გახდა, ხალხო, ქვეყანაში, სადაც გვყავს თორნიკე ყიფიანი, ლუკა ზაქარიაძე, დიმა კობეშავიძე, გრიგოლ ყოფშიძე და ა.შ. 24 საათი ყველა არხზე და ყველა გადაცემაში არ იყოს გამოჭენებული ხატია წერეთელი (აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ ქალბატონის მიმართ არანაირი ბოროტი და ცუდი დამოკიდებულება არ გამაჩნია, უბრალოდ ყველაფერს და ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს ) და კიდევ უნიჭო ახალგაზრდების ზეიმი, ორ ხმაში რომ "გულს რად მიკლავ"-ს ვერ მღერიან…

სცადეთ გოიმობისა და ნაგვის გარდა კიდევ რამის გაშუქება და იქნებ, გამოვიდეს. იქნებ ჩვენს ხალხსაც ეშველოს და, დაცინვის და შურის გარდა, ისწავლონ პოზიტიური და კარგის მოსმენა… დავიღალეთ ამდენი სიქაჯით და მდაბიო ხარისხით…

P.S. იცით, რატომ არ არსებობს შოუბიზნესი? იმიტომ, რომ იქ, სადაც უნდა იყვნენ ნორმალური წარმომადგენლები, სხედან გურამ შეროზია, დომენიკ მანგო და ხატია წერეთელი!“, – წერს თიკა ჯამბურია.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×