სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     ყოველი სამსახურიდან გამოსვლისას მგონია რომ ჩემზე ცხოველი ადამიანი არ არსებობს - ასეთი შინაარსის წერილს სოციალურ ქსელში სავაჭრო ცენტრ "კარფურის" თანამშრომელი ავრცელებს. დასაქმებული ადმინისტრაციას მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და წერს, რომ მას ხშირად შესვენების დროს არ აძლევენ.

    "ისთ ფოინთის" "კარფურის" სასმელების სექციის მონაკონსულტანტი გწერთ, მთელი სექციის სახელით. ყოველი სამსახურიდან გამოსვლისას მგონია, რომ ჩემზე ცხოველი ადამიანი არ არსებობს. 8 საათი ვმუშაობ როგორც უღელში შებმული ხარი. ხშირად მენეჯერი არ მაცდის გამოვიყენო კუთვნილი შესვენება, ნორმალურად შევჭამო და მოვწიო, გვესაუბრება როგორც მონებს, აქვს უხეში და უტაქტო მიმართვები, თითქოს რომ გელაპარება ამაზეც მადლობა უნდა უთხრა. ერთხელ გავუბედეთ და ვუთხარით რომ მასზე ზემდგომს გავესაუბრებოდით, პასუხად მივიღეთ, რომ თუ გავბედავდით და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ნაბიჯს გადავდგამდით და ვინმეს რამეს ვეტყოდით, ისე გაგვყრიდა სუყველას, რომ ვერც ერთ "კარფურში" როგორც მომხმარებელიც ვერ შევიდოდით.

    "პრომოებს" ეკაიფება, მასხრად იგდებს, ყოველდღე ახსენებს თუ ისე არ მოიქცევიან როგორც მას სურს სამსახურებს დაკარგავენ, რეკავს მათ დამსაქმებელ კომპანიებში და ტყუილებს უყვება, რითიც ან აკარგვინებს სამსახურს ისედაც 20 ლარზე მომუშავე ბავშვებს, ან დღის ხელფასს აკლებინებს. ჩვენ საერთოდ ზედ გვივლის ძაღლად არ გვაგდებს, რადგან "კარფურის" თანამშრომლებს, იცის გვიჭირს და ვერსად წავალთ... გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა "კარფურს" და დაგვეხმაროთ", - წერს კონსულტანტი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×