სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) „ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „სასოწარკვეთილებით გამოწვეული უძალობის დემონსტრირებას - ტელეგინებას და ტელეაგრესიას, მისი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ეფექტურ სტრატეგიად ასაღებს და თავს გვამადლის...

    რეალურად კი პირიქითაა.

    რეალურად ამით ივანიშვილის საქმე კეთდება, რადგან ხელისუფლებას არგუმენტებს აძლევს მიუმხრობელი ამომრჩევლის თვალში, რომ ალტერნატივა "ბევრად უარესია".

    ხელისუფლებას რომ არ აწყობდეს, იმედი ამდენ დროს პრაიმ ტაიმში გვარამიას გინებას არ დაუთმობდა.

    ამ დროს, წამალივით გვჭირდება ოპოზიციას კიდევ 300 ათასი ამომრჩევლის მომხრობა შემდეგ 1 წელიწადში.

    ნუ აკეთებთ ბიძინა ივანიშვილის საქმეს. ნუ იქნებით მისი სასარგებლო იდიოტები - 2016 წლიდან ამას ვითხოვ, მეტს კი არაფერს."

     

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ნათი   (17.04.2019)
    მედეას-გაიხარეთ ამ სიმართლისთვის.უფალს ვთხოვ ნიკას თვალი აეხილოს და გონს მოვიდეს,მოინანიოს მისი საქციელი.თუმცა რა ვთქვა,ეჭვი კი მეპარება

    მედეა   (16.04.2019)
    ნიკა გვარამიაც ღმერთმა შეარცხვინოს და ყველა ავადმოსაუბრეც. არც "იმედი"იქცევა სწორად სულ რომ იმეორებს ამ სიბილწეს. ბილწ ადამიანს გამოაშკარავება კი არ უნდა, არამედ ზურგის შექცევა და სრული ი გ ნ ო რ ი! ბილწსიტყვაობა ახასიათებთ ისეთ მამაკაცებს, რომელთა პოტენცია საეჭვო ხდება და აგრესიას ასე გამოხატავენ. ფ ს ი ქ ი კ ა აქვთ დარღვეული, რა საჭიროა მის საქციელზე რეაქცია? გ ა მ ო ს წ ო რ დ ე ბ ა?--არა! მოსაწონია ?-არა! აბა, რატომ მაყურებინებ და მასმენინებ --რომ შემეცოდოს? კი მეცოდება, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ ხომ ვერ წავალ, გულისტკივილის მეტი რისი მომტანია დედის გინების ასე ხშირად ჩვენება და განმეორება? გამრავლება თუ მოყვება მაგ საქციელს--კი ბატონო , იძახეთ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×