სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) მომღერალ ზურა ხაჩიძის 12 წლის ქალიშვილი, ანასტასია ხაჩიძე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში გადასასვლელად ემზადება. მათემატიკის ნიჭი ინდივიდუალურად დაჰყვა, არავის გავს. „მე და დედამისი მათემატიკის ნიჭით არ ვანგრევთ. გაკვეთილზე მალე ამთავრებდა საკონტროლოს თუ მაგალითების გამოყვანას და მერე ლაპარაკს უნდებოდა. მეხუთე კლასშია და თუ გამოცდებს ჩააბარებს, მეექვსე კლასიდან უკვე კომაროვში ისწავლის. ახლა ამისთვის ემზადება" - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

    პარალელურად ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში დადის, დოდო დიასამიძესთან ვოკალში ემზადება. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია.

    ზურა ხაჩიძე: - რომ ვთხოვთ, იმღერეო, არ მღერის. ძალიან ნიჭიერია, საოპერო მიმართულებით ეუფლება ვოკალს, მაგრამ კლასიკური განხრა რამხელა მუშაობას მოითხოვს, მოგეხსენებათ. - ბოლოს რა თხოვნა შეუსრულე?

    - ბოლოს რა თხოვნა შეუსრულე?

    პერსონალური კომპიუტერი უნდოდა და ვუყიდე. ძალიან გახარებულია.

    - ან პირსინგის ან ტატუს გაკეთებაზე ხომ არ „გკერავს"?

    - არა. ჯერ კითხვას დასვამს, თუ არის სურვილის შესრულების საშუალება და იმის მიხედვით ითხოვს. ისე ტექნიკურად გვთხოვს, მეც, ხათუნასაც და ნინისაც ყველაფერს გვასრულებინებს. არას თუ მიიღებს, დასაბუთებას ითხოვს, რატომ ვეუბნებით უარს.

    - მახსოვს, 3 წლიდან რუსულად ლაპარაკობს. რა ენები დაამატა?

    - რუსულს დაამატა ინგლისური და მეგრული. მეგრული ძიძამ ასწავლა. ფრანგულიც იცოდა, ფრანგულ სკოლაში დადიოდა, მაგრამ მგონი, დაავიწყდა.

     

     

    "პრაიმტაიმი"

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved