სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) ეს გაზაფხული ქართული კინოსთვის ნამდვილად რთული აღმოჩნდა. კინოსამყაროს არაერთი ადამიანი გამოაკლდა, მათ შორის, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი.

    ერეკლე ბადურაშვილი კლინიკაში თირკმლის უკმარისობით მოათავსეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

    ერეკლე ბადურაშვილის დაკრძალვაზე ცუდად გახდა, რეჟისორის დედა, მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელიც შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო და კლინიკაში გადაიყვანეს.

    როგორია ამჯერად ქალბატონ ლალის მდგომარეობა, ამის გასარკვევად "რეიტინგი" ერეკლე ბადურაშვილის მეგობარს, ხათუნა ხუნდაძეს დაუკავშირდა.

    "ლალი ახლა კარგად არის, შეძლებისდაგვარად. დიდი

    შემართება აქვს, უნდა რომ ერეკლეს სურვილი შეასრულოს და მის მიერ დაწყებული ფილმის გადაღებები დასრულდეს. გადაღებები აპრილის ბოლოს ან მაისის პირველ კვირაში განახლდება", - განაცხადა ხათუნა ხუნდაძემ.

     

    "რეიტინგი"

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved