სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე კასპში არსებული "ნაც-ქოცური" კოჰაბიტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

    "ახლა კი რეალურად დავწერ, თუ რა ხდება კასპის რაიონის მერიაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში და აიპი სამსახურებში:

    2012 წელს 19 წლის ვიყავი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ კამპანიაში ჩავერთე და როგორც ახლა ვხვდები, ჩავერთე წინასწარ მოტყუებულ კამპანიაში. უდიდესი რეპრესიები გადავიტანეთ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მებრძოლმა ადამიანებმა. ჩვენგან ერთ-ერთი - ია ქვლივიძე, "ნაცების" ზონდერებმა სასტიკად სცემეს. გარდა ამისა, "ზონდერების" ინტერესის არეალში მოხვდნენ კობა გზირიშვილი და გოჩა კობაური. ტარიელ ქაწაშვილი საერთოდ, შვილის ტოლმა ზონდერებმა სცემა. ილია ნონიაშვილი ზონდერებმა გაიტაცეს და ისე სცემეს, რომ ოპერაცია დასჭირდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო. მე მაშინდელი პოლიციის უფროსი, მალხაზ ბარნოვი (ხვლიკი) ცოცხით მემუქრებოდა, რომელიც არჩევნების შემდეგ მელოდებოდა. არჩევნების დღეს 4 პირობით გათავისუფლებული ბიჭი მოიყვანეს ზონდერებმა ჩვენ უბანზე და მე ერთ-ერთი ვიყავი, რომელმაც წინასწარ შემოხაზული ბიულეტინები ამოვაცალე ერთ მამაკაცს. "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მაკა სომხიშვილი სასტიკად დამემუქრა იმ იმედით, რომ ნაცები გაიმარჯვებდნენ არჩევნებში და სასტიკად გამისწორდებოდნენ 2 ოქტომბერს. 

    ეს ქალბატონი დღეს საკრებულოს აპარატშია დასაქმებული. ადგილობრივი სუსის ხელმძღვანელობის ოჯახის წევრებიც მემუქრებოდნენ და იძულებული ვიყავი, კასპი დამეტოვებინა და რამდენიმე დღე თბილისში ვიმალებოდი. დღეს ყველა ეს ადამიანი კასპის გამგეობაში და საკრებულოში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ. არა მხოლოდ არ დასჯილან ზონდერები, არამედ მათი ოჯახის წევრები იმაზე წარმატებულად არიან დასაქმებულები, ვიდრე ეს "ნაცების" დროს იყო. კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა მერიაში დააბრუნა ყველა მთავრობას მორგებული, კომუნისტი გენო ხაჩიძე. სპორტსკოლის დირექტორად დანიშნეს თაღლითობის გამო ნასამართლევი გოგი ნიპარიშვილი. სამთავრობო პედაგოგები და სპორტული სკოლის დირექტორები კიდევ ცალკე საკითხია... ჩამონათვალი ძალიან დიდია და ეს უპრინციპო და ფულის მონა ხალხი წარმოადგენს დღეს კასპის ელიტას. სიმართლის გამო მე პროვოკატორს მეძახიან, ადამიანს, რომელსაც მართლა მაწუხებს ქვეყნის ბედი და თუ რაიმეს ვამბობ, ეს მხოლოდ სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარეა. 

    ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირი კასპის მერთან, მანუჩარ მერებაშვილთან დაახლოებულია. ეტყობა "ოცნების" მერი "ნაცების" მობრუნებას ელოდება და ნიადაგს წინასწარ იმზადებს. ამასობაში, ეს მედროვეები ჩემნაირებს დასცინიან და ჭკუას ასწავლიან. ადამიანებს, რომლებიც სამსახურებს არ გამოვეკიდეთ და ბოლომდე დავდექით პრინციპების დასაცავად. მე სამსახური ჩემი გადაწყვეტილებით დავტოვე, მაგრამ იმის პირობასაც გაძლევთ ყველას, რომ მე მალე დავბრუნდები..." - წერს ირაკლი მილაძე.

    (for.ge)

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (20.04.2019)
    ქართულმა " ოცნებამ" მნიშვნელოვნად დააზარალა მისი მომხრეების საკმაოდ დიდი ნაწილი, ხოლო ნაცების უდიდეს რაოდენობას-- თბილად სავარძლებში მოკალათება შეაძლებინა. მის მომხრეებს უ ღ ა ლ ა ტ ა, ხელი არ შეუწყო და გულცივად მოექცა, ხოლო სააკაშვილის მომხრეები გაალაღა,სულ ეგენი არიან ტელესივრცეში,იძლევიან უამრავ ინტერვიუებს , მთავრობის სიძულვილს ჩაგვჩიჩინებენ ყოველწუთს, ამით-გააძლიერა ხელისუფლებამ ისინი და აღზეევებაში შეუწყო ხელი. 2012 წლის არჩევნებში აქტიურობის გამო, ნაცებმა ხალხი სამსახურიდან გამოაგდეს, ქოცებმა განცხადებაც კი არ მიიღეს მათ დასაქმებაზე თხოვნის შემცველი, ასე დარჩა უმუშევარი უამრავი კარგი სპეციალისტი და მწარედაც საყვედურობს მთავრობას. ამისთანები ალბათ უამრავია --ეს არის მწარე, საკმაოდ მტკივნეული ს ი მ ა რ თ ლ ე. ქოცს-სილა, ნაცს-მუშტი! ვ ე ლ ი თ გულთბილი, სამართლიანი, გამჭრიახი და უ ნ ა რ ი ა ნ ი მმართველის გამოჩენას.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×