სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2019

     მწერალი, ესეისტი და ჟურნალისტი პაატა ქურდაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

    "თვითმკვლელობა მოზარდებში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა მთელს მსოფლიოში. როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში. ჩვენი უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ პრევენციის სერვისები არ არსებობს და არა ეს სრულიად აბსურდული ვერსია, რომ საბრალო ბიჭი შიმშილობდა და სირცხვილისგან მოიკლა თავი. თუ კი ეს მართლაც ასეა, ის რასაც ამ საღამოს ვუყურებ, საერთოდ ყოვეგვარი მორალის მიღმაა, საბრალო ბიჭი რომ გადარჩენილიყო და ეს ყველაფერი ენახა და მოესმინა, თუ როგორ ამტკიცებენ საჯაროდ რომ "ბულკის" გამო მოიკლა თავი, ალბათ მეორედ მოიკლავდა თავს სირცხვილისგან.

    მართლა სამარცხვინოა ასე გამარტივება ახალგაზრდა, მოზარდი ადამიანის პიროვნული ტრაგედიის, მისი ფსიქიკის ტკივილის, ამ ყველაზე ძნელად მისაღები საშინელი გადაწყვეტილების.

    ამ სტატუსს რომ ვწერ ამისაც კი მცხვენია, იმდენად დელიკატური და სათუთია ეს ყველაფერი, რისგანაც ბაზრის ბალაგანი მოაწყეს დღეს.“

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×