სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     საოპერო მომღერალი სოციალურ ქსელში ერთი ისტორიის შესახებ წერს, რომელიც მის ნაცნობ უცხოელს თბილისში შეემთხვა:

    "გუშინ საქართველოს სტუმარმა ლატვიელმა გოგომ მითხრა, აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსმა 250 ლარი (!) მომთხოვაო. საბედნიეროდ, უკვე გარკვეული ვიყავი მეგობრებისგან ფასებში და 40 ლარი მივეციო. ამაზე იმ არამზადა მძღოლს მისთვის ჩხუბი აუტეხია...ეს ფული სახლამდე არ მეყოფაო. ამ გამჭრიახ გოგოს მიუგია... შედით ინტერნეტში და ნახეთ, „იანდექს ტაქსი“ საერთოდ 20ლარს იღებს, როგორ არ გრცხვენიათო. ამ გოგომ მითხრა, 250 კი არა, ჩემს მეგობრებს 385 ლარს სძალავდნენო. ამდენი მსოფლიოში არ ღირს ტაქსი და თქვენი მძღოლები რამ გადარიათო. ქვეყანაზე წარმოდგენა აეროპორტიდან იწყება და ეს არამზადები ასე ლახავენ მის იმიჯს.

    ადრე თავადაც შევესწარი და ვეჩხუბე, თუ როგორ სძალავდა ბათუმში პლაჟის ზედამხედველი 5-ლარიან შეზლონგში ტურისტს 20 ლარს. სირცხვილია, მეგობრებო, თავს გვჭრიან ასეთი ხალხი. ყველა ამ გოგოსავით საზრიანი ხომ ვერ იქნება? ეგ კი არა, ერთ ტურისტს 250 დოლარი მიუცია მძღოლისთვის შავ ზღვაზე ჩამიყვანეთო და იმას... თბილისის ზღვაზე აუყვანია. მადლობა ღმერთს, მიხვდა ის კაცი რომ 30 წუთში ვერ იქნებოდა შავ ზღვაზე. არამზადები!"

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved