რეზონანსი
21.05.2019

 “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“მეგობრებო, დიდი პატივისცემის, სიყვარულის და გულშემატკივრობის მიუხედავად, ძალიან ცდებით, ვისაც გგონიათ, რომ ოდესმე რეპუტაციულ ხარაკირს გავიკეთებ პირდაპირ ეთერში ან სადმე სხვაგან.

ვისაც ეს გინდათ ჩემგან, ჩათვალეთ, რომ არც გცნობივართ და არც გდომივართ. და მარტო ჩემ რეპუტაციაში კი არაა საქმე, მგონია რომ ასე ვემსახურები ჩემს საქმეს, სიმართლეს და სამშობლოს. და სხვას არც არაფერს ვემსახურები, რომ იცოდეთ. ასეა ეს და კამათს აზრი არ აქვს. ჩემი მსოფლმხედველობრივი ფაქტია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”– წერს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×