რეზონანსი
22.05.2019

 ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობას სასიყვარულო ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ აუცილებელია წყვილებმა თავიდანვე იცოდნენ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშნებთან აქვთ მათ იდეალური ურთიერთობის აგების შანსი. 

1. მორიელი + ვერძი

მორიელი და ვერძი საოცრად ვნებიან წყვილს ქმნიან. მათ დანახვისთანავე უყვარდებათ ერთმანეთი. მორიელს უყვარდება ვერძი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ უერთმანეთოდ.

2. კურო + ლომი

ხალხმრავალ ადგილას ის ადამიანი, რომელიც კუროს ყურადღება მიიპყრობს, აუცილებლად ლომი იქნება. ისინი საოცრად იხიბლებიან ერთმანეთით და ერთი ნახვით შეყვარების შანსი დიდია.

3. ტყუპები + სასწორი

ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი მარტივად ქმნის იდეალურ წყვილს და მათ შორის დიდი სიყვარული ყალიბდება. ისინი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს.

4. კირჩხიბი + კირჩხიბი

კირჩხიბს ყველაზე მეტად კირჩხიბი ხიბლავს. ეს ძალიან მგრძნობიარე და მზრუნველი ზოდიაქოს ნიშანია და ორი კირჩხიბი მარტივად ხდება ერთმანეთზე დამოკიდებული.

5. ქალწული + თევზები

ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის ადამიანს მარტივად, ერთი შეხედვისთანავე უყვარდებათ ერთმანეთი და შესანიშნავ წყვილს ქმნიან. მათ ერთი შეხედვით შეუძლიათ ამოიცნონ ერთმანეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

6. მშვილდოსანი + ვერძი

ეს ორი ფანტასტიკურ წყვილს ქმნის. ერთნაირი ინტერესები და მისწრაფებები აქვთ და საზოგადოებაში ერთმანეთს მარტივად ამჩნევენ. მათი ყოველდღიურობა საინტერესო თავგადასავალია.

7. თხის რქა + მერწყული

თხის რქასა და მერწყულს ერთმანეთი მარტივად უყვარდებათ, რადგანაც ბევრ საერთოს პოულობენ. მათ ურთიერთობა უმარტივდებათ. ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ერთმანეთისთვისაა შექმნილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×