სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.06.2019

    ერთ-ერთი სკოლის ბანკეტზე ხმამაღლა წაიკითხეს ემიგრანტი დედის წერილი რომელიც მან ქალიშვილს საგანგებოდ ამ დღისთვის გამოუგზავნა: 

    "დედი! დედაშვილობის ისტორიაში, არის დღეები, რომლის უერთმანეთოდ გატარება დანაშაულია. დღეს ჩვენს ცხოვრებაში ერთი ასეთი დღე დგას. უჩემოდ შედექი მაღალ ქუსლებზე, უჩემოდ შეიმოსე საბანკეტო კაბით და შენი ცხოვრების პირველი ვარცხნილობაც უჩემოდ გაიკეთე. ვერაფერს შევავლე ხელი, ვერ მოგაშორე ზედმეტი ნამცეცები, ის ნამცეცები, დედები რომ ხედავენ მხოლოდ...

    მაგრამ მაინც თვალისმომჭრელად გამოიყურები, მთელ დარბაზში კაშკაშებ და აქედანაც კი გხედავ.

    ცხოვრებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა, რთული გზით მიდის ჩვენი დედაშვილობა, მაგრამ ჩვენ სიყვარულის ისეთი უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთს დაკავშორებული, სიშორეც ვერაფერს დაგვაკლებს.

    სხვა დროს უფრო მეტს დავწერდი, დღეს კი ემოციაშია შენი დედიკო და თითქოს კალამიც დაუჩლუნგდა.

    ერთს გეტყვი მხოლოდ, ყველა დედის საოცნებო შვილი ხარ შენ!

    მიყვარხარ და მეამაყები!

    ამ წერილთან ერთად საჩუქრად ჩახუტებაც გამოგიგზავნე, მიპრაკუნდი დედიკოს მეგობართან, დედის დარად ჩაგიკრავს გულში.

    ჩემი ლილე მინდელი ხარ შენ, ჩემი საკუთარი მზე", - წერს დედა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (13.06.2019)
    ფულებს რომ უგზავნით მაქედან შვილებს--კარგია, მაგრამ მათი გულში ყოველდღე ჩაკვრა და ჩაკოცვნა --უფრო ძვირფასია მათთვის. ამას გვიან მიხვდებით ყველანი. დ ა ე ტ ი ე თ ოჯახებში, იკმარეთ რაც ღმერთმა მოგცათ, ი შ რ ო მ ე თ შვილებთან ერთად, სად გარბიხართ რა ზნე შეგეყარათ, ქონებამ ასე როგორ დ ა გ ი მ ო ნ ა თ, გამძლეობა გამოიჩინეთ, ხელი გაანძრიეთ, ჭირნახული მოიყვანეთ, სხვის კარზე ცხოვრება რა საკადრისია!

    sos!   (12.06.2019)
    იყავით შვილებთან,იცხოვრეთ იმ ზომით რითაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და არ ქონების გამო არ წასულან საზღვარგარეთ,გაიჭივრო ჯობია და სითბო არ მოაკლო შვილებს.,რაც ფულზე მეტად ჭირდებათ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×