რეზონანსი
21.07.2019

 ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი ნამდვილი ბედის ნებიერაა, იღბალი თვითონ უვარდება ხელში. ხშირად ხელის განძრევაც არ სჭირდებათ, ისე შოულობენ ფულს, მაგალითად, იგებენ ლატარიაში, იღებენ მემკვიდრეობას და ა. შ. გაეცანით ბედის ნებიერების ტოპ-ხუთეულს.

ტყუპები - ყველაზე იღბლიანი ნიშანი. ხანდახან მოჩანს, თითქოს ფული თვითონ პოულობს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ტყუპს მოულოდნელად მემკვიდრეობა ერგება ან ლატარიაში მოიგებს. თვითონ ბედისწერაა ტყუპების ქარიზმით მოხიბლული და მუდმივად იცავს მათ.

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საოცარი ალღო აქვთ. ისინი მუდამ საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე ჩნდებიან. თუ არ შეუძლიათ რთული ვითარების გადაწყვეტა, ის თავისთავად წყდება ხოლმე და როგორც აღმოჩნდება - მორიელის სასარგებლოდ. მორიელები ისედაც აზარტული არიან.

მშვილდოსანი - ისინი ძალიან ხშირად პოულობენ ფასეულ ნივთებს (ფულს, სამკაულებს) ქუჩაში. მაგრამ მხოლოდ ქუჩაში არა - ცხოვრებაშიც ისინი უფრო მეტს პოულობენ, ვიდრე კარგავენ. მათი სურვილი თითქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით სრულდება ხოლმე - ოღონდ როგორც კარგი, ისე ცუდი სურვილი.

კურო - მისი წარმატებები ციდან არ წყდება, არამედ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. კუროები ეგოისტი არიან, ცდილობენ, ვითარებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ და ეს არავის გაუზიარონ. ვარსკვლავები კეთილგანწყობილი არიან ჯიუტი კუროების მიმართ ფინანსებში, ლატარიაში. ბედისწერა კი მათ რეგულარულად უგზავნის იღბლიან ნაცნობობას.

კირჩხიბი - კირჩხიბებს ფინანსურ ინვესტიციებში უმართლებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან კარგი ინტუიცია აქვთ. მათი ალღო მომგებიან გარიგებებზე გასაოცარია. მაგრამ ისინი ბევრად არიან დამოკიდებული სხვების, "უფრო ავტორიტეტული" ხალხის მოსაზრებებზე. ეს მათ ხელს უშლის საკუთარი პოტენციალის გახსნასა და მიზნების მიღწევაში. მოკლედ, მათ მეტი სითამამე და სიმტკიცე სჭირდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×