სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2019

     ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის 12 ოქტომბრის პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენებზე საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.

    01:00-დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის დაკარგვა არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

    გაუფრთხილდით ფულს და ძვირფას ნივთებს, გაითვალისწინეთ უფროსების, პირველ რიგში მშობლების რჩევა და კარგად გაიაზრეთ წარსული, რადგან "ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია".

    პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრობო ტექნიკის შესაძენად, ხელმძვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, შორ მანძილზე მგზავრობა და მოგზაურობა, ფინანსური ოპერაციები, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

    ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მიიღეთ მეტი სითხე და მოერიდეთ შაქრის, ყავის, ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს, არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის დანიშვნა.

    დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ცისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

    წარმატებები ელით ტყუპებს და ლომს, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ ქალწულს და მორიელს.

    ფორტუნა

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×