რეზონანსი
16.10.2019

  „საქართველოში ავტომობილით მგზავრობისას, მთავარია ცოცხალი გადარჩე. საგზაო ნიშნები აქ უმნიშვნელოდ მიიჩნევა, მოხვევის ციმციმას გამოყენება კი ექსტრავაგანტული იშვიათობაა და ისიც მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც უკანასკნელ წამს ვიღაც დაგისიგნალებს,"- წერს ირლანდიელი სპორტული ჟურნალისტი გევინ კუნი.

სპორტის მიმომხილველი თბილისს ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული საფეხბურთო მატჩისთვის ესტუმრა. გევინ კუნი საქართველოს შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს სპორტულ პორტალ The 42-ზე წერს.

„თბილისი ევროპული სტანდარტებით ღარიბი ქალაქია და უკიდურესად იაფია ირლანდიელი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. კარგი ვახშმობა აქ 15 ევროზე მეტი არ დაგიჯდებათ, თითო კათხა ლუდი კი ფაქტიურად 1 ევრო ღირს. სასმელის ასეთი სიიაფის გამო, ირლანდიელი ფანები შეკრება ხუთშაბათ ღამეს, ველურ, აპოკალიპტურ სცენებს მოგაგონებდათ,"- წერს გევინ კუნი.

გევინის თქმით, ძალიან უჩვეულო იყო, როდესაც სპორტული ჟურნალისტის ხელფასით იგი თბილისში თავს ძალიან ფულიან, ელიტარულ პიროვნებად გრძნობდა.

„თბილისი ძალიან მომხიბვლელი ადგილია. სამწუხაროა, რომ ირლანდიელებმა იგი თავიანთი ფეხბურთით დააბინძურეს"- წერს გევინ კუნი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×