სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.10.2019

      „ქუჩაში ამომივარდა ბარათი, ვიღაც კეთილმა ადამიანმა იპოვა და ნიშანი რომ მოეცა, სად მიმეკვლია, მაღაზიაში ფული მოხსნა", - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი დეა სულუაშვილი facebook-ზე წერს.

    „გიზიარებთ ერთ ფერად ამბავს. ქუჩაში ამომივარდა ბარათი. იმ საღამოსვე მოიხსნა 35 ცენტი ერთ-ერთ სუპერმარკეტში. იმდენად გამიკვირდა ასეთი მცირე თანხის მოჭრა, საკუთარ თავში ეჭვიც კი შევიტანე, ეგებ მე ვიყიდე რამე და არ მახსოვს მეთქი. მოკლედ, გადავრეკე ამ სუპერმარკეტის ცხელ ხაზზე და დამიდასტურეს, რომ მათ ჰქონდათ ჩემი ბარათი. მივედი ასაღებად და აღმოჩნდა, რომ ვიღაც კეთილმა ადამიანმა იპოვა და ნიშანი რომ მოეცა, სად მიმეკვლია, მაღაზიაში ფული მოხსნა. ბარათი გამყიდველს ჩააბარა 35 ცენტთან ერთად ესეთებიც ხდება", - წერს დეა სულუაშვილი.

     

     

     

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×