რეზონანსი
05.11.2019

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თავად კილაძემ ,,კურიერს“ დაუდასტურა. როგორც პარლამენტის წევრი აცხადებს,  ყოფილმა მეუღლემ მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა,  ამიტომაც მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

კილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გახდა, არ ადასტურებს.

სამაგიეროდ, ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დეპუტატი ქმარმა სცემა.

"ერთი დეპუტატი ქმარს უჟეჟია, იმასაც პოლიციაში უჩივლია, ჰოდა, შემაკავებელი გამოუწერეს ქმარს. თქვენი უფლებები ვერ დაგიცვიათ და სხვისას დაიცავთ? იმიტომ, რომ 2020-ში თქვენი ,,დუხი“ არ უნდა იყოს პარლამენტში, გვარს შეგნებულად არ ვწერ, არადა კია ეგ დღეში ორჯერჯერ საბეთქი“, – დაწერა ჯღარკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×