რეზონანსი
26.11.2019

მარტა ბარამიძე „მასტერშეფის" მონაწილეა. ის ეკრანზე გამოცენისთანავე შეიყვარა მაყურებელმა.

გთავაზობთ ბლიცინტერვიუს მარტასთან.

ჩვენ ვართ ის, როგორსაც ვქმნით ჩვენ თავს.

ოცნებები ხდება.

მე რომ არა, დედამიწა მაინც გააგრძელებდა ბრუნვას.

მეშინია შიშების. არ მინდა, რამის მეშინოდეს.

ვზარმაცობ მხოლოდ მაშინ, თუკი რაღაც მთელი გულით არ მინდა.

მეცინება ხშირად. ჩვეულებრივ, იმაზე, თუ რას აღვიქვამდი წარსულში სერიოზულად.

მაღიზიანებს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს პატივს არ სცემენ.

დრო რომ უკან დაბრუნდეს, კიდევ სიამოვნებით გამოვივლიდი იმას, რაც გამოვიარე.

კულინარია არის სამყარო.

გავიცნობდი დევიდ ბოუის, ცოცხალი რომ იყოს.

ვაკოცებდი მზეს, მიუხედავად იმისა, რომ ტუჩებს დამწვავდა.

საქართველო სამშობლოა.

გემრიელია ყველაფერი, რაც გულით არის გაკეთებული.

მე ვგავარ მზეს.

მჯერა, რომ ყველა ადამიანში არის სიკეთე.

სიყვარული იასამნისფერია და ლავანდის სუნი აქვს. ორივე ყველაზე მეტად მახალისებს, მათბობს, მატკბობს და სამყაროს შეგრძნობაში მეხმარება.

ღმერთი ყველაზე ტკბილი და სათნოა, რომელიც ჩვენშია.

ჩემი თაობა არის ფერადი, კრეატიული და მოაზროვნე.

დაბადების დღეზე ვფიქრობ: დედას დღეს მაინც გავახსენდები?

წარსული და მომავალი - წარსული მოგონებაა, მომავალი - კითხვის ნიშანი. დრო სადაც ვერ ვმოქმედებთ, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ „ახლა."

წყარო: gemrielia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )