რეზონანსი
27.11.2019

პარტია "ახალი საქართველოს" პოლიტ. საბჭოს წევრი, თეონა ჭალიზე, ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს:

"თურმე საქართველოს პარლამენტის 50 ყოფილი დეპუტატი სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიის გაზრდას ითხოვს და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს.

წელიწადში 5 მილიონ ლარამდე იხარჯება ბიუჯეტიდან ყოფილი დეპუტატებისთვის ამ კომპენსაციების გადასახდელად. 560 ლარს იღებს ყველა ყოფილი დეპუტატი ყოველ თვე და ახლა თურმე გაზრდასაც ითხოვენ. მაშინ, როცა ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი გვყავს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ნახევარ მილიონამდე ადამიანი საარსებო შემწეობით (30-60 ლარი) არსებობს და 150 000 ბავშვი შიმშილობს რა ლოგიკით ითხოვენ ამ კომპენსაციის გაზრდას, თანაც განურჩევლად ყველასთვის, ჩემთვის გაუგებარია.

ნამდვილად არ ეკუთვნის ყველა დეპუტატსა თუ ყოფილ დეპუტატს აღნიშნული კომპენსაცია, პარლამენტში ვხედავთ მილიონერებს, დეპუტატებს რომლებსაც თავად და მათ ოჯახებს აქვთ მსხვილი ბიზნესები და ნამდვილად არ აქვთ იმის გასაჭირი, რომ სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ეს ,,დახმარება" მიიღონ.

მითუმეტეს რომ არავის არ დაუძალებია მათთვის დეპუტატობა და სანამ დეპუტატის მანდატს ფლობდნენ მანამდე მშვენივრად სარგებლობდნენ ყველა იმ სიკეთით, რომელიც დეპუტატობას ახლავს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ყოფილი დეპუტატი მართლაც იმყოფება ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში რომ ესაჭიროება მზრუნველობა, რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასზეც, მაგრამ აღნიშნული კომპენსაცია ყველა ყოფილ დეპუტატზე არ უნდა გაიცემოდეს." - წერს ჭალიზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )