რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) „ქალებს ჭკუას ნუ ასწავლი, ხიხოვ!",- ასე ეხმაურება უფლებადამცველი ბაია პატარაიამ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.

„ბიძინაჩემო, თუ ჩვილი გინდა დედამ გაზარდოს, გაგვიზარდეთ დეკრეტული შვებულება და შეგვინარჩუნეთ ხელფასი, ეგება და ჩვენც კი გვინდა საკუთარი პირმშოების მოვლა და აღზრდა?! 6 თვეს რომ 166 ლარს უხდით დედა-შვილს, როგორ უნდა ეყოს ეგ ფული ან დედას, ან შვილს? გიფიქრია ამაზე? არა, არ გიფიქრია, შენ მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ და უბრალოდ გძულს აქტიური ქალები, გძულს პოლიტიკოსი ქალები და აქციებში მონაწილე ქალებიც გძულს.

ამიტომ ტრ***ი დააყენე და ბევრს ნუ ტლიკინებ, დედაზე მეტად არ გიყვარს მათი შვილები და ქალებს ჭკუას ნუ ასწავლი, ხიხოვ!",- წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.

ცნობისთვის, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „SWOT ანალიზი" საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ ჩვილი ბავშვი დედამ უნდა აღზარდოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )