სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    02.12.2019

    გარდაცვლილი ჟურნალისტი ანა მამულაშვილი და პიანისტი თათია შარანგია ბავშვობის მეგობრები ყოფილან. პიანისტი სოციალურ ქსელში ანასთან ერთად თავის ბავშვობას ემშვიდობება. შარანგია სოციალურ ქსელში წერს:

    „არ შემიძლია ანიზე ბევრი ლაპარაკი... ვერც მივცემ თავს ამის უფლებას, რადგან დიდხანს, დიდხანს ვერ ვნახე... რადგან გადიოდა დრო და ვფიქრობდი, როცა კი მომინდებოდა ვნახავდი... თურმე ვცდებოდი...

    მე და ანი, ერთ ეზოში გავიზარდეთ... მე და მარი... ანი და ვიკა.... ასე დავდიოდით და ვთამაშობდით თოჯინებით... სულ გვიყვარდა ერთმანეთი. გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული - ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა.

    ანი... წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები... შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც.

    მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ხარ, იქაც ანათებ... იქაც იცინი. იქაც ამხნევებ... იქაც გწამს. მიყვარხარ ანი და ვიტოვებთ შენს შვილებს, მარადიულობის ნიშნად.... მიას რომელიც ასლია შენი.... ღმერთმა ათასწლეული სიცოცხლე არგუნოს მათ... მინდა ყველას მოუყვნენ, თუ რა სიცოცხლის მოყვარული დედიკოს, ნალოლიავები შვილები არიან.

    ნათელში იყოს შენი ხალასი სული ანი.... მუდამ ჩვენს გულებში, მუდამ ჩვენს მოგონებებში.... მაპატიე, თუ კი რამ გაწყენინე ნებით თუ უნებლიედ" - წერ თათია შარანგია.

    ჟურნალისტი ანა მამულაშვილი გუშინ, მელანომას დიაგნოზით დაიღუპა. მომაკვდინებელ სენს ჟურნალისტი 6 წელი ებრძოდა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×