რეზონანსი
06.12.2019

ქეთი მითაიშვილი 90-იანი წლების ტელევარსკვლავი "მოამბის" წამყვანი გახლდათ. მძიმე სოციალური პირობების გამო მან ქვეყანა დატოვა და ოჯახის გადასარჩენად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

"1999 წლის 17 მაისს, ღამის "მოამბეში", გადაწყვეტილება მივიღე და მაყურებელს დავემშვიდობე. ამით საკუთარი პატივმოყვარეობა დავიკმაყოფილე, რადგან ვიცოდი, რომ ჩვენი ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ტელევიზიიდან სხვადასხვა რედაქციებში უნდა გადავენაწილებინეთ, რაც ჩემთვის სამსახურიდან წასვლის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომაც, გადავწყვიტე დავმშვიდობებოდი მაყურებელს და მეთქვა - იცით რა, თქვენ კი არ მიშვებთ, მე მივდივარ პირველი.... 

წლების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მომიწია გამგზავრება. ვფიქრობდი, 6 თვეში დავბრუნდებოდი საქართველოში. ამ გადასახედიდან სულ სხვანაირად ჩანს იქაურობა. წარმოდგენა არ მქონდა, ეს რასთან იყო დაკავშირებული. 3-4 თვე უმუშევარი ვიყავი. იმ პერიოდში მამა გარდაიცვალა, ისე დაასაფლავეს ვერ ჩამოვედი. მე იქ საკმაოდ რთული გზა გავიარე... 

უდიპლომო ექთანიც ვარ, ექიმიც და ყველაფერი ერთად. ყველაფერი ვიცი, იმის შესახებ,რასაც ადამიანის მოვლა ჰქვია და რაც ჩემთვის ჩინური ანბანივით იყო. მოვლა ჩვენ შვილებისა ვიცით, მედიცინაშიც ჩახედულები ვართ, როდესაც მათ ვზრდით, მაგრამ აქ სხვა ადამიანს ეხებოდა საქმე. ბევრი ისეთი რამის სწავლა მომიხდა, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ხშირად ვხუმრობ, დიპლომი რომ მქონდეს, ალბათ, ექიმად ვიმუშავებდი, რომელიმე საავადმყოფოში-მეთქი. ხანდახან ამით ვიმშვიდებ თავს, - მე ხომ იმისთვის წავედი, რომ შვილებისთვის ხვალინდელი დღე მომეწყო", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ტელეწამყვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×