რეზონანსი
14.01.2020

სოციალურ ქსელში ანიტა ფაცაციას ოჯახის ახლობელი გოგონას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მარიკა ხუციშვილი წერს, ანიტას მდგომარეობა ისევ კრიტიკულ ფაზაშია, თუმცა, ორგანიზმი ინარჩუნებს სტაბილურობას.

"59-ღამე მშვიდობისა ანიტელებო!

ანიტას მდგომარეობა ისევ კრიტიკულ ფაზაშია, თუმცა, ორგანიზმი ინარჩუნებს სტაბილურობას.

გრძელდება დიალიზი და სისხლში გავრცელებული ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.

ჯერჯერობით ბავშვის შინაგან ორგანოებს უჭირთ ფუნქციონირება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გულის ამუშავება, რომ სხვა ორგანოებზე დატვირთვა შემცირდეს. ამჟამად გულის ყველა ფუნქციას ჩანერგილი აპარატი ასრულებს.

ბოლო კვლევის მიხედვით, აღარ აღინიშნება სოკოს ინფექცია, ნამდვილად დაძლეულია თუ არა ბაქტერია, ამის დასადგენად დღეს განმეორებით მოხდა სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

ექიმი ბალაკრიშნანი აღნიშნავს, რომ ანიტას კონტაქტზე გამოსვლა და ის რომ მისი ნევროლოგია არ დაზიანებულა არის ძალიან საოცარი და მნიშვნელოვანი ფაქტი.

ყველას გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს!

ეს წელი ჩვენი გამარჯვების იქნება!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×