რეზონანსი
14.01.2020

ცნობილი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის მისამართით საყვედურს გამოთქვამს. მისი თქმით, ძაღლში, რომელთან ერთადაც იფრინა, 195 დოლარი გადახდევინეს მაშინ, როდესაც ESA (emotional support animal, Service animal) ცხოველის მგზავრობა უფასოა.

"თბილისის Turkish Airlines მენეჯმენტს ვინმე იცნობთ? ოფისში გუშინ მენეჯერი იდგა მგონი, მაგრამ არც დაინტერესებულა, რა ხდებოდა მაშინაც კი როდესაც ოფისის თანამშრომელმა ძალიან ხმამაღალი ტონით დაუწყო საუბარი ჩემს მეუღლეს!

შემეხმიანეთ გთხოვთ!

მენეჯერთან მჭირდება დალაპარაკება იმის თაობაზე, რომ ESA (emotional support animal, Service animal) ცხოველი თუ მყავს, შემიძლია გადავიყვანო სალონში 100 კგ-იც რომ იყოს და სხვათა შორის, თანხაც არ უნდა გადაიხადო.

195 $ გადამახდევინეს 9 კგ-იან ფრენკიში.

კიდევ უკიდურესად უზრდელურად მოგვსახურნენ და არც გააკეთეს თურმე ბოლომდე საქმე. ცხოველები სძულთ სამწუხაროდ და ვერც მალავენ! ამდენი წელის ამ კომპანიით დავფრინავ და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ არაპროფესიონალიზმს ვხედავ. კარგი იქნებოდა ღირსეული ქართული ავიაკომპანია გვქონოდა, სადაც ესმით - რას ნიშნავს ცხოველი რომ გყავს რომელიც ისე გიყვარს რომ ვერასდროს ვერსად ვერ ტოვებ. ფრენკის დატოვება ნიშნავს ფრენკის სიკვდილს იმიტომ, რომ სულ ორჯერ დავტოვეთ რამდენიმე დღით და ლამის მოგვიკვდა!" - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×