რეზონანსი
12.02.2020

 მარტოხელა დედას საზოგადეობის დახმარება სჭირდება. 1 წლის საბუკა დაუნის სინდრომითა და გულის მანკით დაიბადა, პატარას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და როცა შია კრუნჩხვებში ვარდება. ინფორმაციას დიკა სალაყია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ეს ანგელოზები მიტოვებული შენობის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ. ვაკო 3 წლისაა და ხშირად მშიერი იძინებს, 1 წლის საბუკა კი დაუნის სინდრომით და გულის მანკით დაიბადა, პატარას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და როცა ძალიან შია კრუნჩხვებში ვარდება. დედასაც მკურნალობა და წამლები სჭირდება, მაგრამ წამლებს ვერ სვამს, მისთვის წამალი, რომ იყიდოს პატარები დარჩებიან პურის გარეშე. (მეუღლე ხშირად მტვირთავად გადის ხოლმე, მაგრამ იმ დღის ფული საბუკას პამპერსს არ ჰყოფნის)

ოთახის კედლები დაბზარულია, ფანჯრებიდან ქარი უბერავს...

მათი საუზმე, სადილი, სამხარი და ყველაფერი ერთჯერადი სუპისგან დამზადებული კერძია. მაიკო საოცარი გოგოა და ამას ვიდეოდანაც მიხვდებით. სასწაულად თბილი და მზრუნველი დედიკოა​. „გული მიკვდება რომ ვუყურებ საბუკას კბილებიც კი არ ამოსდისო", - წერს დიკა სალაყია.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×