რეზონანსი
12.02.2020

ვერძი - დღეს მოთმინება გმართებთ. ნუ ილაპარაკებთ იქ, სადაც არ არის თქვენი აზრის დაფიქსირება საჭირო. გახსოვდეთ, გაფუჭებული სიტუაციის გამოსწორება რთულია.

კურო - დღევანდელი დღე ახლობლებთან ურთიერთობისთვის არ გამოგადგებათ. რისკი იმისა, რომ მშობლებთან იჩხუბოთ, მაღალია.

ტყუპი - დღეს სილამაზესთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარეთ. ესტუმრეთ სალონს, მაღაზიებს და იშოპინგეთ ბევრი.

კირჩხიბი - დღეს საქმეში წინსვლა გექნებათ, ამიტომ ყურადღებით იყავით ახალი პარტნიორის არჩევისას და ნურც ძველებს მოადუნებთ ყურადღებას.

ლომი - დღეს თვითგანვითარებაზე იმუშავეთ. დაიწყეთ იმის სწავლა, რისიც დიდი ხანია გინდათ.

ქალწული - ხვალ ზედმეტად გაერთობით ისეთი თემებით, რომლებსაც თქვენს უშუალო ვალდებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. გართობა და დასვენება მშვენიერი რამაა, თუმცა ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და საქმეზე გადაერთოთ.

სასწორი - ეცადეთ, თქვენთვის მონდობილ საქმეში დახმარება არავის სთხოვოთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ადამიანმა, რომელიც დახმარებას დაგპირდათ, გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, თქვენამდე მოსვლა ვერ მოახერხა. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქმის დამოუკიდებლად გაკეთება ვეღარ მოასწროთ.

მორიელი - კარგი დღეა სტუმრების მისაღებად. მეგობრებთან შესახვედრად. დღეს ყველაზე მოწყენილ ადამიანსაც კი გაამხიარულეთ.

მშვილდოსანი - დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ ვალდებულებები, რათა თავისუფალი დრო სურვილისამებრ გაატაროთ. კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

თხის რქა - სწორედ ის დროა, რომ შეისვენოთ. შეიძლება ამას ვერც გრძნობთ, მაგრამ ბოლო დროს, ძალიან გადაიღალეთ.

მერწყული - შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის უასიამოვნო ადამიანებთან; დატვირთვა სამსახურში. მგზავრობა და საქმიანი შეხვედრა არ უნდა იყოს დიდხნიანი.

თევზები - ყველა საქმეში შეინარჩნეთ წონასწორობა. განსაკუთრებით, ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოთმინებით აღიჭურვეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×