რეზონანსი
13.02.2020

(რეზონანსი) ეკონომისტი ირაკლი ლატარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ფონდის შექნმას სთხოვს, რომელის ბავშვების ჯანმრთელობას მოხმარდება.

„ბატონ გიორგი გახარიას ერთ რამეს ვთხოვ, ძალიან, ძალიან გულით. ყოველ დღე, მარტო ფეისბუუქზე რამდენი ბავშვის ფოტო ვარდება, რომელთა მშობელი ითხოვს დახმარებას, ეს ბავშვები არიან ძალიან მძიმედ. ზოგს ლეიკემია აქვს, ზოგს რა და ზოგს რა.

ბატონო გიორგი, იქნებ შექმნათ რაიმე ფონდი, რომელშიც წავა თუნდა 0.5 % ხელფასებიდან, არავინ იტყვის უარს ხელფასიდან ეს თანხა რომ ჩამოიჭრება და აღნიშნული ფონდი, მთლიანად დააფინანსებს ბავშვების მკურნალობას. მაგალითად 10 წლამდე ბავშვისთვის, საავადმყოფოში შესვლიდან მის გამოჯანმრთელებამდე, მშობელმა რომ ფული არ გადაიხადოს!!!

მოგვაკელით უფროსებს და მივცეთ ბავშვებს, ამისთვის თქვენი ბრძანება იქნება საჭირო და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე რეგულაციის შეცვლა. გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ ეს გავაკეთოთ", - წერს ირაკლი ლატარია ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×