რეზონანსი
22.03.2020

ეკლესიაში დავხვდებით ყველა მოსულს, დავლოცავთ მათ და სახლში გავაბრუნებთ, - ამის შესახებ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საკვირაო წირვა ეკლესიებში ჩეულებრივ ჩატარდება, მაგრამ მას მრევლი არ დაესწრება.

„დღეს ღვთისმსახურები ეკლესიაში დავხვდებით ყველა მოსულს, დავლოცავთ მათ და სახლში გავაბრუნებთ!!!

ეკლესია არ წყვეტს თავის სამწყსოზე ზრუნვას ღვთისმსახურებების ფორმის შეცვლით. უფრო მეტიც, სწორედ ამითი აცხადებს ადამიანებზე მზრუნველობას და ჩვენ გადავდივართ ღვთისმსახურების განსხვავებულ ფორმებზე.

მორწმუნეობა არ ნიშნავს ირაციონალურობას...

ღვთისადმი ნდობა არ ნიშნავს ღვთის გამოცდას...

საფრთხეების გათვალისწინება არ ნიშნავს უიმედობას...

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ერთმანეთზე." - წერს რუსუდან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გურული სამართალი!!!!   (23.03.2020)
შენი დედაც და შენი მრევლის კიდევ!!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×