რეზონანსი
23.03.2020

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მარნეულსა და ბოლნისის ჩაკეტვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"და ბოლოს როდის იყავით ან მარნეულში, ან ბოლნისში, ან ახალქალაქში, ან ახალციხეში, ან დმანისში - ახლა რომ გაჰკივიხართ? დაგვღუპა, დაგვღუპაო. კი არ დაგვღუპა, ერთად დავიღუპეთ. თავს არ ვიქებ ან ახლა რა თავის ქების დროა, მაგრამ კვირაში ერთხელ რომ დავდიოდით, ქართულის გაკვეთილებს ვატარებდით და წიგნები ჩაგვქონდა, ვიღაცას აქ შეიძლება თავისგამოსაჩენი აქციები ეგონა. მოწყვეტილია ის ხალხი პროცესს და თუ ჩვენ არ მივუკაკუნეთ, თვითონ ამას ვერ და არ იზამენ.

თუმცა ახლა საქმეების რჩევის დრო ნაკლებადაა. მათ, ვისაც ევალება, იმოქმედებს, თქვენ კი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ:

#დარჩისახლშითქვენი#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze" - წერს კეკელიძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გურული სამართალი!!!!   (26.03.2020)
შენ კიდევ ნუ მოტ@@@ი ტვინი, რა განსხვავება ნაცების და შენს პიარს შორის? თუ რამეს აკეთებ გააკეთე რა! რა ტვინი წაიღე ამ ჭკუის სწავლებით!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×