რეზონანსი
25.03.2020

კორონავირუსის პანდემიის ფონზე უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სიკეთის კეთების სურვილი. ამჯერად სოციალურ ქსელში, ჯგუფში კორონავირუსი/Covid-19 ფორუმში ერთ-ერთი წევრი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ის წერს, რომ ფოტოზე, მის გვერდით მდგომი ბიჭი ღამით თავის მეგობართან ერთად გადის გარეთ და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზენფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდს ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს.

ამასთან, პოსტის ავტორიც გამოთქვამს კეთილი ადამიანების დახმარების სურვილს:

"ეს ის ბიჭია მეგობართან ერთად ღამით რომ გადის სახლიდან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზენფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდენ ბანკომატებს და საბავშვო მოედნებზე საქანელებს. მიხარია და მეამაყება, რომ ესეთი ადამიანები არსებობენ! შევეცადე მცირედით, მაგრამ ჩემი წვლილიც შემეტანა ამ კეთილ საქმეში და სადეზინფექციო ხსნარები ვიყიდე და მივაწოდე. ვინმემ თუ იცით კიდევ ასეთი კეთილი ადამიანები მაქვს სურვილი მცირედით ჩემი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად. ასევე თუ იცით მრავალშვილიანი ოჯახი ან პენსიონერები, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ შექმნილი რთული სიტუაციის გამო, ეგეც გამაგებინეთ 2-3 ოჯახს შეძლებისდაგვარად დავეხმარები. ვისაც სურვილი გექნებათ თუ გინდათ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ოღონდ ჰიგიენურად და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით. უბრალოდ მინდა, როცა უკან მოვიხედავ ვიცოდე და ვგრძნობდე, რომ შეძლებისდაგვარად რაღაცით მაინც დავეხმარე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს. მე დიდს ვერაფერს შევცვლი, მაგრამ ვისაც ამის რესურსი და შესაძლებლობა გაქვთ, ყველამ რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ რთულ ვითარებაში მე მგონი, საბოლოო ჯამში, მცირედი სულაც აღარ იქნება.  #სიკეთეგადამდებია #ძალაერთობაშია", - წერს ლაშა გოდერძიშვილი სოციალურ ქსელში.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×