რეზონანსი
26.03.2020

 სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“კომუნალურების შეღავათი რა უბედურებაა?! მე არ ვეთანხმები ამ მოთხოვნას! შეღავათი კი არა უნდა დაწესდეს, არამედ 2 თვე კომუნალურის გადასახადიდან უნდა გავთავისუფლდეთ ყველა!

მე მოვითხოვ:

სახელმწიფომ და ენერგო თუ საკომუნიკაციო ორგანიზაციებმა გადაინაწილონ ზარალი და მომდევნო 2 თვე არ გადაგვახევინონ კომუნალურები ფიზიკურ პირებს! არ არის ეს კოლოსალური თანხები! მაგალითად ჩემს ოჯახში 4 სული ვართ (ორი მოსწავლე ერთი სტუდენტი) და კომუნალურებისთვის (გაზი, დენი, წყალი, დასუფთავება, ინტერნეტი, ტელევიზია) თვეში, საშუალოდ, 300-350 ლარი გვჭირდება (ისიც ზამთრის პირობებში).

სამწუხაროდ მე არ ვიცი რამდენი ფიზიკური აბონენტი ჰყავს ამა თუ იმ კომპანიას მაგრამ არა მგონია ეს ძალიან დაატყდეს და ვერ გადაიტანონ! ფულის კეთება ხომ კარგად იციან ხო და კეთილი ინებონ და გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ!”

დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
mari   (30.03.2020)
namdvilad ar gauWirdebat erti ori tve araferi uwirt sacodav xals daalocvinet tavi da miecit es segavati

მედეა   (30.03.2020)
სახელმწიფოს შეუძლია ძალა დაატანოს მათ? ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ, სახელმწიფოს გადასახადს უხდიან? რატომ გაუშვა ხელიდან სახელმწიფომ ეს სტრუქტურა, ისინი ხალხის სასარგებლოდ არასოდეს იმოქმედებენ, ამის იმედი ნუ გვაქვს.

gocha   (28.03.2020)
martali ze mogebebi akvt da es kvelmokmedeba ar daavsebt magatvin kapikebia


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×