რეზონანსი
02.04.2020

 "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ თუ კორონავირუსი შეეყრება მარინა ეზუგბაიასნაირ არაპროფესიონალებთან კავშირი არ უნდა:

"ჩემი დიდი თხოვნაა, რომ თუ კორონავირუსი შემეყარა და შემთხვევით, მე არ ვარ აქტიური - არ დამანახოთ მარინა ეზუგბაია, ან რომელიმე მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავი. ისეთ ექიმთან წამიყვანეთ, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, სიმართლის თქმა არეშინია და პაციენტებს არ ავნებს.

საშიშია ისეთი ექიმების ხელში ჩავარდნა რომლებიც მეცნიერებას არ სცნობენ და გაიძახიან, რომ "ყველაფერი უფლის ნებაა".

მოკლედ, ამ "უფლის მხედარი გმირებიდან" არც ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ექიმი მინდა, ინგლისური რომ იცის, თანამედროვე ინფორმაციას პირველწყაროდან აგროვებს და სიმართლეს ცალსახად მეტყვის", - წერს ჩერგოლეიშვილი.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×