რეზონანსი
08.04.2020

კორონავირუსს შეუძლია სიცოცხლისუნარიანობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეინარჩუნოს, რკინის ზედაპირსა და პარკზე კი 2-3 დღის განმავლობაში რჩება. იმისათვის, რომ სტერილური ოპერაცია არ ჩაატაროთ ყველაფერზე გარშემო, გიზიარებთ გამოცდილ რჩევებს. 

როგორ უნდა მოიქცეთ მაღაზიიდან სახლში მოსვლისას?

გაათავისუფლეთ ერთი კარადა, სადაც მოათავსებთ საგარეო ტანსაცმელს და მოიმარაგეთ პარკი, სადაც ჩაყრით ნიღაბსა და ხელთათმანებს. დაიბანეთ ხელები და სახე. ტანსაცმელი შეყარეთ გასარეცხად, არანაკლებ 50 გრადუს ტემპერატურაზე. პროდუქტები შეიტანეთ იქ, სადაც შეძლებთ მათ საგულდაგულოდ დამუშავებას.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ვირუსი არ კვდება დაბალ ტემპერატურაზე. 70 გრადუსი ის ტემპერატურაა, რომელზეც ვირუსი ერთ წუთში კვდება. იმავე სისწრაფით კვდება სპირტის და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებისას, რომელშიც 65%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს სპირტის შემცველობა. თუკი ანტისეპტიკური საშუალებები არ გაქვთ, მაშინ საპნით გარეცხეთ.ის შეფუთვა, რომელიც ვერ აიტანს რეცხვას, უმჯობესია, გადააგდოთ. მაგალითად, ფქვილის მუყაოს ყუთი, ქაღალდის ყუთები.

როგორ უნდა მოიქცეთ ხილის და ბოსტნეულის შემთხვევაში?

გარეცხეთ ცხელი წყლით. აუცილებლად გარეცხეთ საპნით ის პროდუქტები, რომლებსაც კანიანად მიირთმევთ.

პარკები, რომლებიც შეიტანეთ სახლში, აუცილებლად გადაყარეთ.

კოსმოპოლიტანი

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×