რეზონანსი
08.04.2020

ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცმა ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო. ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. მას სისხლდენა დაეწყო და ამჟამად თბილისში, ვეტერინალურ კლინიკაში გადმოჰყავთ.

ნფორმაცია მომხდარის შესახებ მოქალაქე თამუნა ლალიაშვილმა გაავრცელა, რომელსაც ფაქტის შესახებ ადგილობრივებმა აცნობეს. ირკვევა, რომ კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.

„პრაიმტაიმთან" საუბრისას თამუნა ლალიაშვილი ამბობს, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მამაკაცმა მიმალვა მოასწრო.

„პრაიმტაიმისთვის" ცნობილია, რომ აღნიშნული პიროვნება წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

წყარო: პრაიმტაიმი

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×