რეზონანსი
08.04.2020

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია წერს, რომ მისი ძმა, ცოტნე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მძიმედ დაჭრეს, ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის და მას მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღება არ მოკლებია.

როგორც გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე" წერს, არ სურს კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, რომელიც მისი ძმის მდგომარეობით სპეკულირებენ და ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, თუმცა, იქვე წერს, რომ მანანას ნათქვამზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ის ზრდასრული ადამიანია.

მე კიდევ გავაგრძელებ ჩემ ძმაზე ზრუნვას, მიუხედავად ზოგიერთების ფხუკუნისა - წერს გიორგი გამსახურდია წერილის ბოლოს.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×