რეზონანსი
02.05.2020

სოციალურ ქსელში ვრცელდება ასტროლოგ მიხელ ცაგარელის სკანდალური ვიდეო, სადაც იგი საუნრობს პანდემიაზე, როგორც მასონური გეგმის ნაწილზე.

„მასონური გეგმაა 1 მილიარდამდე დაყვანა მოსახლეობის, ამ გეგმის შესასრულებლად 7 მილიარდი ადამიანი უნდა დაიღუპოს. დაიწყებენ ხანდაზმულებით, ავადმყოფებით, დატოვებენ ყველაზე ახალგაზრდას და ფიზიკურად ძლიერს, რომლებსაც შეუყვანენ ჩიპებს.

მომავალი წლის ბოლოს ჩვენ უკვე ამას ვნახავთ და შევაჯამებთ. ამისთვის დასჭირდათ ეს პანდემიაც, გამოიყენებენ შიმშილსაც, ხელოვნურ წყალდიდობებს, მიწისძვრებს და პანდემიებსაც ისევ, განმეორებით გამოიყენებენ - დააკვირდით ბილ გეიტსის ძალიან საეჭვო ფრაზას - პანდემია უსაზღვროა..."

ცაგარელი 5 G ინტერნეტზეც საუბრობს და თვლის, რომ სწორედ ის არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი მასონური გეგმის განსახორციელებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×