რეზონანსი
19.05.2020

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. შეიარაღებულმა საოკუპაციო ძალების წარმომდგენლებმა 30 წლის ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

საზარელი მკვლელობა უამრავი თვითმხილელის და სათვალთავლო კამერების თვალწინ მოხდა. ცნობილია ოთხოზორიას მკვლელი - რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც წაქცეული ოთხოზორია თავში საკონტროლო გასროლით მოკლა. ამის მიუხედავად მკვლელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გიგა ოთხოზორიას საფლავზე დღეს მისი ოჯახის წევრები და მოძრაობა "ლელოს" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხელისუფლების უმოქმედობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

წყარო: "მთავარი არხი"

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×