რეზონანსი
19.05.2020

ვერძი

ნუ გაბრაზდებით სხვებზე და ნუ აჰყვებით უაზრო ეჭვებს ყოველ წვრილმანზე. გაერკვიეთ საკუთარ თავში და ნუ ეძებთ მიზეზებს სხვებში.

კურო

კარგია თუ მიუბრუნდებით გადადებულ საქმეებს და დაასრულებთ მათ. გადაახალისეთ, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, გარდერობი. შექმენით სასიამოვნო ატმოსფერო ირგვლივ ან მიმზიდველი დეტალებით გაამრავალფეროვნეთ სამოსი.

ტყუპები

თქვენ დღეს საუკეთესოდ შეძლებთ თავის წარმოჩენას უფროსობასთან თუ საქმიან პარტნიორებთან. შესაძლოა მოულოდნელად მიიღოთ რაღაც თანხა.

კირჩხიბი

დღეს თქვენი აქტურობითა და ინიციატივის გამოჩენით მეტად წარმატებით წარიმართება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები ბიზნეს სფეროსა თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

ლომი

დღეს სასიკეთოა ახალი სამსახურის დაწყება ან ახალ თანამდებობაზე წარდგენა-დანიშნვა ძველ კოლექტივში. ეს სამუშაო მნიშვნელოვან წინსვლას და სიხარულს მოგიტანთ.

ქალწული

ჯობია ფინანსურ საკითხებში რეალობას გაუსწოროთ თვალი და დაეყრდნოთ საკუთარ შესაძლებლობებს. ნუ მოექცევით ილუზიებისა და ფანტაზიების ტყვეობაში, შეისწავლეთ ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები.

სასწორი

იყავით ფრთხილი და წინდახედული, რათა თავი დაიცვათ შესაძლო აგრესიისაგან. შეეცადეთ თვითონ არ გახდეთ შფოთისა და სხვადასხვა დაპირისპირებების მაპროვოცირებელი.

მორიელი

შესაძლოა, დღეს საკმაოდ მომგებიანი პროექტი შემოგთავაზონ, რომელიც სოლიდურ შემოსავლებსა და მოგებას მოგიტანთ. კარიერული წინსვლის მშვენიერი შანსი გეძლევათ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს მნიშნელოვანი ფინანსური პრობლემებიდან გამოძვრეთ, რაც კარგად აისახება თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეც და სახლშიც დაასტაბილურებს სიტუაციებს.

თხის რქა

დღეს იღბალი თქვენს მხარესაა. სასიკეთოა და წარმატებულია ბიზნეს საქმიანობა, მხოლოდ მოინდომეთ და აითვისეთ თქვენთვის ახალი, უცხო სფეროები.

მერწყული

ნუ იჩქარებთ და კარგად გააანალიზეთ მოვლენები, შესაძლოა თქვენი წინადადებები სწორად არ იქნებს გაგებული. იყავით ყურადღებით.

თევზები

თქვენი საქმიანობა შედეგიანი იქნება და კმაყოფილებასაც მოგიტანთ, თუმცა კარგი იქნება სიფრთხილე გამოიჩინოთ უცნობ ადამიანებთან, რადგან არის თაღლითობის ალბათობა.

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×