რეზონანსი
22.05.2020

2020 წლის 20 მაისს, 13 წელი შესრულდა აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან. ამასთან დაკავშირებით მისმა ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ წერილი გამოქვეყნა და მკითხველს მისი ემოციური მდგომარეობა გაუზიარა:

“13 წლის წინ, გარდავიცვალე და ვიღაც ახალმა გავიღვიძე, ახალი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით. საბოლოოდ, როგორ გავართმევ თავს, მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროზე მეტია, რომ ამდენი დრო გავიდა, ამდენი რამ მოხდა და ჯერ კიდევ, ყველაფერი წინაა. ალბათ, როგორ დაგღალეთ, მაგრამ რა გავაკეთო, არ ვიცი…

მელიქიშვილზე, მკვლელობის ადგილზე მაინც მივიდნენ ჩემი მეგობრები, ნაცნობები, უცნობები. მე არ მითხოვია, ღმერთი-რჯული… ის კი არა, გოგლამ რომ დამირეკა, ძლივს ამოვთქვი, რომ რამდენიმე ქალი აპირებდა წასვლას. არ ვიცოდი, სხვებიც თუ მიდიოდნენ.

ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო!  სიტყვები არ მყოფნის მადლობის გამოსათქმელად, აფეთქდა აქაურობა და ჩემი ტელეფონი. ყველას გმადლობთ!  ისე გამამხნევეთ, რომ თავიდან დავიბადე. სულ ასეა, 2007 წლიდან მოყოლებული, ყოველ 20 მაისს ვკვდები და თავიდან ვცოცხლდები, თქვენ მაცოცხლებთ” – წერს რუსუდან შარაძე.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×