რეზონანსი
27.06.2020

ვერძი

საჯარო სამსახურში დასაქმებულ ვერძებს შესაძლოა, დღეს ახალი თანამდებობა შესთავაზონ. დაუფიქრებლად დათანხმდით, რადგან ამას თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მოჰყვება. თქვენი შიში უსაფუძვლოა - თამამად იარეთ წინ.

კურო

ტყუილებისა და იმედგაცრუების დღეა. შეხვედრა გელით, რომელიც უსიამოვნებას მოგიტანთ. მოულოდნელი და დაუგეგმავი ხარჯი თქვენს ოჯახურ ბიუჯეტს საგრძნობლად შეამცირებს. მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია და თავის ტკივილი. ეცადეთ ამ დღის ნეგატიური ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

ტყუპები

ნებისმიერი საქმისთვის არახელსაყრელი დღეა. საღამო უსიამოვნებებს და იმედგაცრუებას მოგიტანთ. ეცადეთ ამ დღის ნეგატიური ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ერიდეთ განმარტოვებას და თვითანალიზს, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ახლობელი ადამიანების მოქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. შეგიძლიათ მთლიანად გრძნობებს მიეცეთ. შესაძლოა, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისა და ძველი პრობლემების მოგვარების შანსი მოგეცეთ. თუ ამას შეძლებთ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

ლომი

სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ თქვენი შიში არ გამართლდება, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად იაროთ წინ. თქვენთვის დამახასიათებელი მოთმინება და ფანტაზია დაგეხმარებათ, განსხვავებული სტრატეგიით მიზანს მიაღწიოთ. შესაძლოა, ამ დღეს მიიღოთ ცნობა, რომელიც ძირეულად შეცვლის თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას. ეცადეთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა უამრავ დროს და ენერგიასს მოითხოვს. მოქმედებებში თანმიმდევრულობა გაკლიათ, ამიტომ ეცადეთ, წვრილმანებს მეტი ყურადღებით მოეკიდოთ და თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მშვიდად შეხვდეთ.

სასწორი

ნებისმიერი საქმისთვის არახელსაყრელი დღეა. დილიდან გაუგებრობები და კონფლიქტები გელით. ბედი ისევ გამოცდას გიწყობთ, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული.

მორიელი

დასვენების დრო დადგა. გირჩევთ კარგად მოიფიქროთ სად შეიძლება შვებულების სასიამოვნოდ გატარება. საკუთარ გრძნობებში კარგად რომ გაერკვეთ, ეცადეთ, დასვენების დღე გარტოობაში გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო შეტყობინება გელით. შესაძლოა, უახლოეს ადამიანებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ.

მშვილდოსანი

ნებისმიერი საქმისთვის არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია, ამიტომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას და სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას ვერ შეძლებთ. ეცადეთ, ამ დღის ნეგატიური ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თხის რქა

გირჩევთ, საკუთარ გრძნობებში და პარტნიორთან ურთიერთობებში გაერკვეთ. მოსალოდნელია ცნობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. გირჩევთ, პარტნიორის სულიერ განცდებს მეტი ყურადღებით მოეკიდოთ, ამჟამად მას თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.

მერწყული

ეს დღე შინაგან თავისუფლებას და სულიერ წონასწორობას განასახიერებს. სავარაუდოდ, ძალების მოკრებას შეძლებთ და ყველა პრობლემას, ცდუნებას და პროვოკაციას გაუმკლავდებით. გახსოვდეთ, ვნებების აყოლა უამრავ პრობლემას და დაბრკოლებას შექმნის. ერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევას.

თევზები

ეს დღე ნებისმიერ საქმეში წარმატების მიღწევას გპირდებათ. თქვენ შეძლებთ, ყველაზე დახლართული სიტუაციიდანაც კი ღირსეულად გამოხვიდეთ და პოზიციები გაიუმჯობესოთ. გახსოვდეთ საბოლოო მიზნის მისაღწევად მხოლოდ მოთმინება და მიზანდასახულობა გჭირდებათ. საქმიანი ურთიერთობები ნაყოფიერია, სექსუალური პოტენციალი კი უზომოდ მაღალი.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×