რეზონანსი
28.06.2020

ხელისუფლება დამნაშავეებს სათანადოდ თუ არ დასჯის, იგივე ტალღას მიიღებენ, რაც ხორავას ქუჩის საქმეს მოჰყვა - ასე გამოეხმაურა სოპრანო თამარ ივერი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს.

მომღერლის თქმით, მსგავსი ფაქტები ცუდი აღზრდის შედეგია.

"ამ ამაზრზენი ქეისის სათანადოდ გამოძიება და დასჯა მთავრობის უმაღლესი პრიორიტეტი თუ არ იქნება....იგივე ტალღას მიიღებენ,რაც ხორავას ქუჩის საქმეს მოჰყვა.ყველა ამ მოძალადე,სარფიანი ნაცნობობით და ძმაკაცობით გაზულუქებულ მკვლელს მისი უნდა მიეზღოს!! სხვა გზა არ არსებობს!! ეს იმის ბრალია რომ ოჯახებში,შვილის კარგი "აღზრდა" და პატივისცემა,მისთვის მხოლოდ კარგი აიფონის,იარაღის და მანქანის ყიდვას ნიშნავს!!! შედეგიც სახეზეა!!" - წერს თამარ ივერი.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×