რეზონანსი
28.06.2020

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ამსახველ კადრებს, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

„რა საშინელი კადრებია...რა იქნებოდა ამის ნახვა გიორგის მშობლისთვის. მისი შვილის უკანასკნელი წუთები...ბოლო ამოსუნთქვები...,ბოლო გულისცემა...ნეტა ისიც დაეკავებინათ და ძალით ჩაესვათ მანქანაში.ნეტა ვერ მოესწრო გაქცევა. ალბათ უცებ გაუხარდა კიდეც დავაღწიე ამ მოძალადეებს თავიო და სინამდვილეში კი აი რა მოხდა...

ბაზრობაზე შევიარე სწორედ იმ დღეს როცა გიორგი იპოვეს,იქ გავიგე ეს ამბავი.ყველა ტიროდა. დედამისი თურმე იქვე ბაზრობაზე მუშაობდა,ლამაზი ქერა ქალი რომ დგას აგერო-ასე ახსენებდნენ ერთმანეთს მის ვინაობას.სულ მასზე ვფიქრობ ეს დღეები...პატიოსანი,მშრომელი ქალი...გაძლება მისცეს ღმერთმა..."

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×