რეზონანსი
28.06.2020

პური ხოჭოთი - ეს ქართულ პროდუქციაში ახალი პროდუქტი არ არის, რომელსაც ეგზოტიკური გემოვნების მომხმარებლებს სთავაზობენ.

ჭვავის პურში მხოლოდ მზესუმზირის გულები უნდა ყოფილიყო, თუმცა თეთრი მარცვლეულის ფონზე პურის ნაჭერში „გაჭედილი" შავი ხოჭო, ნამდვილად შემზარავი სანახავია.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხმარებელმა საკვებად უვარგისი პური შეიძინა და ფოტო გადაიღო.

„...შევიძინეთ „ლიტვური პური"-ის ეს სახეობა ( მზესუმზირით), ჭამის პროცესში კი შევნიშნეთ ყველამ, რომ გული უცნაურად ფხვიერი იყო, მაგრამ ვერანაირად წარმოვიდგენდით თუ შიგნით ცოცხალ-მკვდარი არსება იჯდებოდა. ეს არის უზარმაზარი ხოჭო, რომელსაც ნახევარი პური აქვს ნაჭამი.

იქიდან გამომდინარე, რომ პური შეფუთული იყო და სავარაუდოდ, ხოჭო დამზადების პროცესში მოხვდა შიგნით...

#ლიტვურიპური-ის მწარმოებლებს - თქვენზე ზედმეტ კომენტარსაც არ გავაკეთებ!" - წერს მომხმარებელი.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×