რეზონანსი
28.06.2020

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას – სადაც მან გირგვლიანისა და შაქარაშვილის მკვლელობას შორის პარალელი გაავლო, სოციალური ქსელით ეხმიანება:

„შაქარაშვილის მკვლელობაზე მოკლედ ვიტყვი:

მხოლოდ ავადმყოფს და არამზადას შეუძლია რაიმე პარალელი გაავლოს გირგვლიანის მკვლელობასა და შაქარაშვილის საქმეს შორის.

იქ დანაშაული ჩაიდინეს მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებმა და შემდეგ მთელი სისტემა იყო გაყალბებაში და დაფარვაში ჩართული. ამაზე სტრასბურგის სასამართლომაც დადო დასკვნა.

ხოლო, შაქარაშვილის მკვლელობა „შპანამ“ ჩაიდინა, და მიეზღვებათ მაგათ!

მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანმა გაახმოვანა თავის პოსტში გეგმა შაქარაშვილის საქმე რომ იქცეს ახალ „გირგვლიანის საქმედ“.

გადახარშეს, გადმოხარშეს, ამ აჯაფსანდალს ბევრი ინგრადიენტი დაამატეს და, რა თქმა უნდა ბერა. სხვანაირად ვერ გახვევდნენ ხელისუფლებას. ესე იფიქრეს.

თუმცა, საზოგადოების რეაქციამ აიძულა ეს ავადმყოფი, წაეშალა თავისი პოსტი, მაგრამ გეგმა გამჟღავნდა, რომელიც ვერასოდეს იქცევა გირგვლიანის „ქეისად“ ,- წერს მჭედლიშვილი.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×