რეზონანსი
01.07.2020

ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის შვილის, პატარა ალექსის გადარჩენა ექიმების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა, ის გუშინ გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი სტატუსს აქვეყნებს და ამ ტრაგედიის შესახებ წერს.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თითქოს ყველას ჩვენი წილი ალექსი გვყავდა. რომ გვეფიქრებოდა, რომ გვედარდებოდა, რომ გვეჩვენიანებოდა.

ბოლო კვირებში, თითქოს ჩვევადაც მექცა, ყოველ დილით იმ ჯგუფში შემეხედა, სადაც მასზე წერდნენ, ფოტოებს დებდნენ, კითხულობდნენ, გულშემატკივრობდნენ, ამხნევებდნენ.

თითქოს ყველამ დავიჯერეთ და ერთმანეთიც დავაჯერეთ, რომ სასწაულები ხდება. ერთმანეთიც არ გვემეტებოდა ასეთი დასასრულისთვის.

ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ, შვილი არავის უნდა უკვდებოდეს. ეს ტრაგედიაც არა, დედამიწის ამობრუნებაა”- წერს მიშა ფეიქრიშვილი.

1 წლის ალექსი პატურაშვილი, სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×