რეზონანსი
09.07.2020

მწერალი და ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ქართველი საზოგადოების მხრიდან ოკუპანტი რუსეთისადმი დამოკიდებულებაში ორმაგი სტანდატრტების თავიდან აცილებას ითოვს.

ლორთქიფანიძე წერს, რომ საზოგადოებას რუსეთში წასული ქრთველი ცნობილი სახეების მიმართ დამოკიდებულება არაობიექტურია - ზოგ ადამიანს მკაცრად აკრიტეიკებენ, ხოგზე კი რეაქცია საერთოდ არ აქვთ.

„მე მაინტერესებს, რა მოსულა რუსეთში და რა არა?

ყოველგვარი ორაზროვანი ქვეტექსტების გარეშე, ორმაგი სტანდარტები რომ თავიდან ავიცილოთ, შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ, აი ეს მოსულა, აი ეს - არა. ანდა, სრული ბოიკოტი ოკუპანტს, რუსეთთან საერთოდ არ უნდა დავიჭიროთ საქმე. მაგრამ რაღაცაზე შევთანხმდეთ, თორემ ისე გამოდის რომ ვიღაცის სიმღერა არ მოსულა და ვიღაცის ცეკვა - მერე რა, ვიღაცის კალათბურთი არ მოსულა და ვიღაცის ფეხბურთი - მერე რა, ვიღაცის მასტერკლასი არ მოსულა და ვიღაცის უმაღლესი განათლება - მერე რა, ვიღაცის დიპლომატიური შეხვედრები არ მოსულა და ვიღაცის პოლიტიკური კავშირები - მერე რა, ვიღაცის რუსეთში გამდიდრება არ მოსულა და ვიღაცის - მერე რა. ჰოდა, როგორაა ეგ ამბავი?“ - წერს ლორთიფანიძე.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის ზემოაღნიშნლი სტატუსი დიდი ალბათობით ქართველი სპორტსემინის თორნიკე შენგელიას რუსეთის „ცსკა“-ში გადასვლით გამოწვეულ აჟიოტაჟს ეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (10.07.2020)
ცუდად შედგენილი ტექსტია, შინაარსის გამოტანა ჭირს, ადამიანი თავისუფალია, იქ იმღერებს და ითამაშებს--ფულის გამომუშავების მეტი შანსი სადაც აქვს! შური ცუდი მრჩეველია! შურის შენიღბვა მორალის საბაბით აშკარად ჩანს, ვეთანხმები რომ ალექსანდრემ ფარდა ახადა მათ ნამდვილ მიზეზს..

ბათუ   (10.07.2020)
სიმართლეს ამბობთ

Temo   (09.07.2020)
Nacebis xelweraa ormagi standartebi


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×