
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას ეხმაურება.
მისი აზრით, ის ფაქტი რომ ოჯახის წარმომადგენელს უმტკიცებენ ტრაგედიის გულშემატკივარი შენზე მეტად სხვები არიანო სირცხვილია. შაქარაშვილების ოჯახის ახლობელი მირიან ნიკოლაძე ოჯახის პოზიციას წარმოადგენს და მისი თქმით, თითოეული გაჟღერებული ინფორმაცია ოჯახთანაა შეთანხმებული.
„გარდაცვლილის ოჯახის წევრს ყოველდღე რომ უმტკიცებენ მავანნი ტელევიზიით შენ არ ხარ გულშემატკივარი, გინდა თუ არა ჩვენ ვართოო, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ქუჩაში ვერ გაიყვანეს, აქციები ვერ დაიწყეს და პოლიტიკურში ვერ გადაიყვანეს თემა, თქვენ ხართ ამაზრზენები, ბანძები და გულისამრევები!“- წერს ჟურნალისტი.
შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფoრმაციით ოჯახი იზიარებს ყველა იმ მოსაზრებას, რასაც თავად აცხადებს და იმაზე საუბარი, რომ ოჯახსა და მას ერთი პოზიცია აქვთ უხერხულია.