რეზონანსი
10.07.2020

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი, მიშა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში გარადცავლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას ეხმიანება.

„ჩვენი სისასტიკე და დაუნდობლობა, ჩვენი დუმილი და კონფორმიზმი, ჩვენი შვილების აღზრდის მეთოდები და "ნაჭუჭში" გამოკეტვა. ვიღაცისთვის ეს საქმე გაკვეთილია, ვიღაცისთვის დიდი ტრაგედია, არავისთვის ჩვეულებრივი ამბავი. ფიქრებით დავბორიალობთ იმ ღამეში, მშობლების სახლში, დაკავებულების საკნებში - თითქოს ყველასთან რაღაც გვაქვს სათქმელი. მაგრამ ვისაც აქვს სათქმელი დუმს. (?!)

თითქოს ისე მივეჩვიეთ ტრაგედიებს, რომ იშვიათად ხდება ამბავი, რომელიც ასე ერთსულოვნად შეგვძრავს. "მაგიდაზე ასვენია სწორი აგებულების, მამრობითი სქესის გვამი. სიგრძით 169 სმ; წონით 73 კგ". - მოდი და დაივიწყე ეს წინადადება. იქნებ მეტი სიკეთე ვაკეთოთ, იქნებ სხვანაირად აღვზარდოთ შვილები, იქნებ არასოდეს ვიყოთ აგრესიულები, იქნებ აღარასოდეს მივატოვოთ ერთმანეთი. სიბნელეში",- წერს მიშა ფეიქრიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×